“საკონსტიტუციო მონარქიის საკითხი, ვფიქრობ, ძალიან სერიოზული და განხილვადია“

“საკონსტიტუციო მონარქიის საკითხი, ვფიქრობ, ძალიან სერიოზული და განხილვადია“, – აღნიშნული განცხადება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ექსპერტმა მამუკა არეშიძემ გააკეთა.
არეშიძის განცხადებით, არსებობს ქვეყნები, რომლებიც ერთიანობას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ინარჩუნებენ, რომ აღნიშნულ ქვეყნებში საკონსტიტუციო მონარქია მოქმედებს. ექსპერტის განცხადებით, თუ საქართველოში საკონსტიტუციო მონარქია აღდგება, ის იქნება სიმბოლური ინსტიტუტი, ერთგვარი არბიტრი და გამაერთიანებელი, მაშინ პრეზიდენტის საჭიროება აღარ არსებობს.
„ კონსტიტუციურ მონარქიასთან დაკავშირებით, თავისი დადებითი პოზიცია პატრიარქს ჯერ კიდევ წლების წინ აქვს გამოთქმული. ვფიქრობ, ეს ძალიან სერიოზული და განხილვადი საკითხია. რამდენიმე ქვეყანა შემიძლია დაგისახელოთ, მათ შორის ესპანეთიც, რომელიც მხოლოდ მონარქის არსებობის ხარჯზე არის ერთიანი. ამ ინსტიტუტს აქვს თავის ხიბლი, ეს განსჯის საგანია. ეს ინსტიტუტი გარკვეული მასტაბილურებელი ფაქტორია. ბელგიის ერთიანობასაც მხოლოდ მონარქიის ინსტიტუტი ინარჩუნებს. ჩვენს შემთხვევაში, გარკვეულ პრობლემებთან გვაქვს საქმე – თვითონ ბაგრატიონების შიგნით არის გარკვეული სირთულეები იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა იყოს მონარქი, მონარქიის ინსტიტუტის აღდგენის შემთხვევაში. თუმცა დაიბადა ბავშვი, რომელიც ბაგრატიონების ორი შტოს დამაკავშირებელია. ეს ძალიან სერიოზული და ფიქრის საკითხია. რაც შეეხება იმას, არის თუ არა მონარქი პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგი, რასაკვირველია არის. თუ ის იქნება სიმბოლური ინსტიტუტი, ერთგვარი არბიტრი და გამაერთიანებელი, მაშინ რა საჭიროა პრეზიდენტი? ახლა ეს საკითხი არ არის გადაწყვეტადი, არც პრეზიდენტის ინსტიტუტის ხელაღებით ლიკვიდირება იქნება სწორი“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები