ეკა ბესელია: სხვის ტანზე რომ სხვა თავი დაადგა, ასეთია ჩვენი დღევანდელი კონსტიტუცია

გაუგებარი მმართველობის მოდელი გვაქვს ამ კონსტიტუციით. სხვის ტანზე რომ სხვა თავი დაადგა, ასეთია ჩვენი დღევანდელი კონსტიტუცია- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ რიგგარეშე სხდომაზე, საკონსტიტუციო პროექტის განხილვისას განაცხადა.
მისი თქმით, გაუგებარია საპრეზიდენტოა, საპარლამენტოა თუ შერეულია.
როგორც ბესელია აცხადებს, ახალი მოდელი მკაფიოდ ამბობს, რომ ეს არის საპარლამენტო მოდელი და გამორიცხავს კრიზისის რისკებს.
„სულ აირ-დაირია ხელისუფლების სამივე შტოს უფლებამოსილება. დღევანდელი კონსტიტუცია აგებულია სუპერსაპრემიერო მოდელზე. საერთოდ გაუგებარი მოდელია. რომ არა პოლიტიკური კონსენსუსი უმაღლეს თანამდებობის პირებს შორის, ჩვენ რამდენსაც გინდათ, იმდენ პოლიტიკურ კრიზისს მივიღებდით. ახალი მოდელი მკაფიოდ ამბობს, რომ ეს არის საპარლამენტო მოდელი და გამორიცხავს კრიზისის რისკებს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები