პრემიერი მუხთარლის საქმეზე: წინასწარი დასკვნების გაკეთება, არასწორად მიმაჩნია

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გამოძიების დასრულებამდე წინასწარი დასკვნების გაკეთება არ იქნება სწორი.
„აფგან მუხთარლის საქმეს რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ წინასწარი დასკვნების გაკეთება არ იქნება სწორი.
გამოძიება მიმდინარეობს. ჩვენ უნდა დავაცადოთ სახელმწიფო ინსტიტუციებს, რომ მათ ჩაატარონ ის საჭირო პროცედურები, რაც დღეს მიმდინარეობს. წინასწარი დასკვნების გაკეთება, დავუშვათ რა ჩანაწერი იყო ნანახი, ან რა სამხილები არსებობს საქმეში, არასწორად მიმაჩნია”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები