საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პორტუგალიაში მომხდარი ხანძრის გამო მწუხარებას გამოხატავს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს 2017 წლის 17 ივნისს, ცენტრალურ პორტუგალიაში, პედროგაუ გრანჯის მუნიციპალიტეტში მომხდარი ძლიერი ხანძრის გამო, რომელსაც დიდი მასშტაბით ტყის მასივების განადგურება და ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.
ამ მძიმე წუთებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმარს უცხადებს პორტუგალიელ ხალხს და გამოხატავს თანადგომას დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახების მიმართ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები