ფოთის წისქვილკომბინატის აფეთქებისას დაშავებულები კლინიკიდან გაწერეს

ფოთის წისქვილკომბინატის აფეთქებისას დაშავებულები კლინიკიდან გაწერეს. მარცვლეულის ტერმინალის ორი თანამშრომელი აფეთქების შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. დაშავებულებს სახისა და ზედა კიდურების არეში პირველი ხარისხის დამწვრობა დაუდგინდათ.
„გუშინ შემოვიდა ორი პაციენტი – მამაკაცები. აღენიშნებოდათ პირველი ხარისხის დამწვრობა სახის და კიდურების არეში. გაეწიათ სათანადო გამოკვლევები და დახმარება. გაუმჯობესებული მდგომარეობით დღეს დატოვეს საავადმყოფო. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ექიმმა.
ფოთის წისქვილკომბინატში აფეთქება გუშინ მოხდა. აფეთქების შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე მუშაობენ. ხანძარი ლიკვიდირებულია, ცალკეულ კერებს კი ახლაც აქრობენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, აფეთქება ძრავაში მოხდა.ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 170-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც შრომითი დაცვის წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები