რას წერს ბერა ივანიშვილი მამის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

ჩემი 61 წლის მამა ყოველდღე აქტიურად ვარჯიშობს და თავისი ჯანმრთელობის მონაცემებით ნებისმიერ ახალგაზრდას შეედრება, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის შვილი ბერა ივანიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
როგორც ივანიშვილი აღნიშნავს, ვინც აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა, მასში სიბრალულს იწვევენ.
”დილის 6 საათიდან აღელვებული მეგობრების ზარებს ვპასუხობ, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გავაკეთო განმარტება მათთვის, ვისაც ესმის, რას ნიშნავს ოჯახს მოწყვეტილი კაცისთვის მამაზე გამოგონილი უმსგავსო ინფორმაციის მოსმენა. მინდა გითხრათ, რომ ჩემი 61 წლის მამა ყოველდღე აქტიურად ვარჯიშობს და თავისი ჯანმრთელობის მონაცემებით ნებისმიერ ახალგაზრდას შეედრება. ის ხალხი, კი ვინც ამ დეზინფორმაციას სიხარულით ავრცელებს, მხოლოდ ჩემს სიბრალულს იმსახურებს, რადგან მათ არც დედის, არც მამის, არც შვილის და არც სამშობლოს სიყვარული იციან, ისინი საცოდავი ადამიანები არიან… მუდამ თქვენი ბერა
P.S. გილოცავთ მამის დღეს”, – წერს ბერა ივანიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები