“კონსტიტუციაში უნდა არსებობდეს ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ჰქონდეს, გამონაკლის შემთხვევაში, სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენის უფლება”

“მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციაში უნდა არსებობდეს ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ჰქონდეს გამონაკლის შემთხვევაში, სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენის უფლება”, – ამის შესახებ განცხადება საადვოკატო ბიურო “OK & CG” -ის ადვოკატმა, დავით მუმლაძემ გააკეთა, სადაც კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილება შეაფასა.
“ვეთანხმებით იმ ნაწილს, რომ გამოცხადდა მორატორიუმი, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეკრძალება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენა. რაც შეეხება კონსტიტუციაში შესატან ცვლილებას, მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციაში უნდა არსებობდეს ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ჰქონდეს, გამონაკლის შემთხვევაში, სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენის უფლება, თუ ეს ემსახურება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე ინვესტიციას განახორციელებს ჩვენს ქვეყანაში და ამავდროულად, შექმნის სამუშაო ადგილებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მას უნდა ჰქონდეს უფლება მიწის შეძენისა”, – განაცხადა საადვოკატო ბიურო “OK & CG” -ის ადვოკატმა, დავით მუმლაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები