სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ხელმძღვანელის, კანდიდატურა პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად დღეს წარედგინება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ხელმძღვანელის, კობა კობიძის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად დღესვე წარედგინება. გომელაურის განმარტებით, კობა კობიძის კანდიდატურა სპეციალურმა კომისიამ სამი კანდიდატიდან აირჩია.
”კანონის შესაბამისად, ჩატარდა კომისიის სხდომა. მრავალი კანდიდატიდან შეირჩა სამი საუკეთესო კანდიდატი. შერჩეული სამი კანდიდატიდან კომისიამ აირჩია კობა კობიძე, რომელიც დღესვე იქნება წარდგენილი პრემიერ-მინისტრთან და ის დანიშნავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ხელმძღვანელს”, – განაცხადა გომელაურმა.
​ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ სააგენტოს კობა კობიძე უხელმძღვანელებს. კობა კობიძე სუს-ის სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები