პოლონეთში ოთხი ქართველი დააკავეს

პოლონეთის პოლიციამ ოთხი ქართველი დააკავა, რომლებიც ქურდობაში არიან ეჭვმიტანილები. ამის შესახებ გამოცემა tvp.info იუწყება.
ეჭვმიტანილების ბინიდან მოპარული საქონელი – კომპიუტერები და საათებია ამოღებული. მათი საერთო ფასი 50 ათას ზლოტს უდრის. პოლიციის ინფორმაციით, ბოროტმოქმედები კომპიუტერული ტექმიკის, ვიდეოკამერების, ტანსაცმლის, საათების და ფულის მოპარვით იყვნენ დაკავებულები.
სამართალდამცველების ცნობით, ბინის ჩხრეკის მომენტში იქ კიდევ ერთი ქართველი, მოპარული ველოსიპედით მივიდა. პოლიციამ ისიც დააკავა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამ დაკავებულ ქართველს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, ხოლო მეოთხეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები