გივი კუბლაშვილი – პეკინზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 24 -საათიან რეჟიმში იწარმოებს

„პეკინის გამზირზე აბსოლუტურად ყველანაირი მიწისქვეშა კომუნიკაციის რეაბილიტაცია მოხდება, როგორც წყლის, ასევე საკანალიზაციო “, – ამის შესახებ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა, გივი კუბლაშვილმა პეკინის გამზირზე განაცხადა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო და ავტომანქანების მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა. მისივე თქმით, პეკინის გამზრიზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში იწარმოებს. როგორც გივი კუბლაშვილმა აღნიშნა, დაახლოებით, 5 სხვადასხვა ნიშნული იქნება, სადაც სამუშაოები დაიწყო და 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება. „აბსოლუტურად ყველანაირი მიწისქვეშა კომუნიკაციის რეაბილიტაცია მოხდება, როგორც წყლის, ასევე, საკანალიზაციო. ამასთან, „თელასი“ შეასრულებს გარკვეულ სამუშაოს და ყველა საკომუნიკაციო კომპანია მობილიზებულია და ყოველდღიურად იმორიგევებენ, რათა ნებისმიერი შეფერხების დროს პრობლემა დროულად აღმოიფხვრას“, – განაცხადა გივი კუბლაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები