ეროვნულ სასახლეში რეზო ჭანიშვილის საიუბილეო საღამო გაიმართა

????????????????????????????????????

16 ივნისს,   ეროვნული სასახლის მთავარი ქორეოგრაფის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის,  პროფესორის,  საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარის რეზო ჭანიშვილის  საიუბილეო საღამო გაიმართა.
ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ იუბილარს მიულოცა და  გადასცა ქ. თბილისის მერიის საპატიო სიგელი და ეროვნული სასახლის მადლობის სიგელი მოსწავლე-ახალგაზრდობის განათლებაში,  ქართული  ქორეოგრაფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
საღამოს ესწრებოდნენ და ბატონ რეზოს იუბილე მიულოცეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა რუსუდან საგინაშვილმა, ეროვნული სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელმა გოგი თოდაძემ, კოლეგებმა ეროვნული სასახლის ანსამბლ „იმედის“ ხელმძღვანელმა ჯემალ რეხვიაშვილმა, ანსამბლ „კავკასიონის“ ხელმძღვანელმა ანგული ქავთარაძემ, ანსამბლ „სიხარულის“ ხელმძღვანელმა თენგიზ სუხაშვილმა, ანსამბლ შევარდენის ხელმძღვანელმა სიმონ (თემურ) ჩხაიძემ და სხვებმა.
2015 წელს დიდი საკონცერტო დარბაზის წინ, რეზო ჭანიშვილის სახელობის  ვარსკვლავი გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები