„ჯანი ბუკიკიოს შეფასებით, საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები სრულად შეესაბამება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს“

“დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ თითოეული საკონსტიტუციო ცვლილება”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ვენეციაში, ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსთან და ვენეციის კომისიის მდივან თომას მარკერტისთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. ​
​მისივე თქმით, ჯანი ბუკიკიომ და თომას მარკერტიმ დღევანდელ შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები, ისევე როგორც სხვა ცვლილებები, სრულად შეესაბამება მათ რეკომენდაციებს.
”ჩვენ გვქონდა დილით, ამ შეხვედრაზე, შესაძლებლობა, განგვეხილა თითოეული ის ცვლილება, რომელსაც ვაპირებთ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში, ვენეციის კომისიის დასკვნის შესაბამისად. განსაკუთრებით დეტალურად განვიხილეთ საარჩევნო სისტემის ნაწილი. ჯანი ბუკიკიოსა და თომას მარკერტის მხრიდან იყო ნათქვამი, რომ ეს ვერსია სრულად შეესაბამება მათ რეკომენდაციას, ისევე, როგორც სხვა ცვლილებები, რომელსაც შევიტანთ დოკუმენტში. ასე რომ, მოგვიანებით, დარწმუნებული ვარ, ამას დაადასტურებს ვენეციის კომისია”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები