ტომას მარკერტი: დარწმუნებული ვარ, რომ ერთად კარგ გადაწყვეტილებებს გამოვძებნით საქართველოს მომავლისთვის

დარწმუნებული ვარ, რომ ერთად კარგ გადაწყვეტილებებს გამოვძებნით საქართველოს მომავლისთვის, – ამის შესახებ ვენეციაში მყოფ ჟურნალისტებს ვენეციის კომისიის მდივანმა ტომას მარკერტმა განუცხადა.
მარკერტი ასევე ე.წ. გადაუნაწილებელი მანდატების საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის ინიციატივა დადებითი ნაბიჯია.
„კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით ჩვენ ყოველთვის ვიყავით კონტაქტზე ქართულ მხარესთან. ჩვენ ერთად ვმუშაობდით და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად კარგ გადაწყვეტილებებს გამოვძებნით საქართველოს მომავლისთვის“, – განაცხადა ტომას მარკერტმა.
მარკერტი და ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს და ვიცე სპიკერ თამარ ჩუგოშვილს შეხვდა.
ვენეციის კომისია საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს დღეს მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები