ზაზა ოქუაშვილი აქტიური მოქალაქეობისა და ქველმოქმედებისთვის დააჯილდოვეს

ბათუმის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა, აქტიური მოქალაქეობისა და ქველმოქმედებისთვის, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ზაზა ოქუაშვილი დააჯილდოვა.
სპეციალურ ჯილდოს, რომელიც დეპუტატს გადაეცა, ხელს პროგრამის – „მომავლის თაობა“ მენეჯერი თამარ ფრუიძე და ბათუმის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის წარმომადგენელი მაია ქათამაძე აწერენ.
რაც შეეხება „მომავლის თაობას“, აღნიშნულ პროგრამას ორგანიზაცია „PH International“ ანხორციელებს, ფინანსურ დახმარებას კი აშშ-ის განვითარების სააგენტო უწევს.
აქვე, აღსანშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, „ომეგა მოტორსმა“, რომლის დამფუძნებელიც ზაზა ოქუაშვილია, ბათუმში BMW-სა და MINI-ს ცენტრები გახსნა, რომელსაც BMW-ს ტოპმენეჯმენტის წარმომადგენლები – აფრიკის, კარიბიის და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ოფისის მმართველი დირექტორი დოქტორი თომას რინი, აფრიკის, კარიბიისა და აღმოსავლეთ ევროპის იმპორტიორთა რეგიონის გაყიდვების დირექტორი კონრად ბაუმგარტნერი, MINI-ს დირექტორი ფრედერიკ დორაისი და რეგიონის მენეჯერი ვიქტორ აიზენბრაუნი, ასევე, სხვა მაღალი რანგის სტუმარები დაესწრნენეს, მათ შორის, დიპლომატიური კორპუსის წარმოამდგენლები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.
„ომეგა მოტორსის“ აჭარის ფილიალში პირველი ავტომობილი – BMW X 1 აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა შეიძინა და 11-12 მარტის არეულობის დროს მიყენებული ზარალის კომპენსაციისთვის, რა დროსაც სახელმწიფოს კუთვნილი მანქანები დაიწვა, საჩუქრად აჭარის უმაღლეს საბჭოს გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები