გაერომ აღმოსავლეთ უკრაინაში დაღუპულთა რაოდენობა დაასახელა

2014 წლის აპრილიდან 2017 წლის მაისამდე აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტს 10 ათას 90 ადამიანი ემსხვერპლა, 23 ათას 966 კი დაიჭრა. ამის შესახებ ანგარიშს გაერო აქვეყნებს. ამ ინფორმაციის მიხედვით, დაღუპულთა შორის 2 777 მშვიდობიანი პირია.
ამავე მოხსენების მიხედვით, 1,6 მილიონი ადამიანი იძულებული იყო საკუთარი საცხოვრებელი დაეტოვებინა. ტერიტორიაზე, რომელსაც ამჟამად უკრაინის ცენტრალური ხელისუფლება არ აკონტროლებს, 3 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები