პოროშენკომ უკრაინაში გეორგიევსკის ლენტის აკრძალვის კანონს ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის ტერიტორიაზე გეორგიევსკის ლენტის „დამზადებისა და პროპაგანდის აკრძალვის შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა. კანონი გეორგიევსკის ლენტის გამოყენებისთვის 50-დან 150 მინიმალური ხელფასის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს. დანაშაულის ხელმეორედ ჩადენის შემთხვევაში  ჯარიმის ოდენობა ორჯერ იზრდება და ის 15 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.
უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გეორგიევსკის ლენტი აღარ არის მეორე მსოფლიო ომის სიმბოლიკა, ის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის სიმბოლოა. „ამ ლენტის მქონე „ბოევიკები” ჩვენს მოქალაქეებს დღისით და ღამით ხოცავენ. რუსეთმა თავისი ქმედებებით გეორგიევსკის ლენტი კანონგარეშედ გამოაცხადა“ – აცხადებენ პოროშენკოს ადმინისტრაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები