აზერბაიჯანში ვულკანი ამოიფრქვა

აზერბაიჯანში კეირიაკის ტალახის ვულკანი ამოიფრქვა. ამოფრქვევა 15 წუთს გრძელდებოდა. ვულკანი აზერბაიჯანის დედაქალაქიდან 12 კილომეტრში მდებარეობს. ვულკანიდან 3 მეტრის სისქის ტალახი ამოიფრქვა. ამის შესახებ სააგენტო „აპა“ იუწყება.
ვულკანის ამოფრქვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრება.
კეირიაკი  სახელმწიფო ნაკრძალში მდებარეობს. ვულკანზე დაკვირვების დაწყების მომენტიდან ის 18-ჯერ ამოიფრქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები