ორი შტატის პროკურორი ტრამპს სასამართლოში უჩივის

 

აშშ-ის მერილენდის შტატის და კოლუმბიის ფედერალური ოლქის გენერალურმა პროკურორებმა შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სასამართლოში უჩივლეს. პროკურორებმა ტრამპი ანტიკორუფციული კანონმდებლობის დარღვევაში დაადანაშაულეს.
მათი განცხადებით, ტრამპის ბიზნესში უცხოური ინვესტიციები აშშ-ის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
ეს პირველი სარჩელია მას შემდეგ, რაც ტრამპმა პრეზიდენტად არჩევის შემდეგ საკუთარი ბიზნესის შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო. მანამდე ის აცხადებდა, რომ ბიზნესაქტივებს თავის შვილებს გადასცემს, რათა ინტერესთა კონფლიქტი გამოირიცხოს.
პროკურორები რეისინი და ფროში სარჩელში აღნიშნავენ, რომ აშშ-ის კონსტიტუცია სახელმწიფო მოხელეებს უცხოეთის მთავრობებისგან საჩუქრების და სხვა ბონუსების მიღებას უკრძალავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები