ჯარჯი აქიმიძე: „რუსთავი 2″-ში ისეთი ფინანსური პრობლემებია, შესაძლოა, მალე ტელევიზიამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადოს

“ერთი პარტიის ორი განაყოფი ცდილობს, ტელევიზიაში გავლენის სფეროები ერთმანეთს წაართვას – ეს ჩვეულებრივი პარტიული ბრძოლაა, რომელსაც ტელევიზია ეწირება”, – ამის შესახებ „რუსთავი 2″-ის დამფუძნებელი ჯარჯი აქიმიძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
მისივე თქმით, „რუსთავი 2″-ში ისეთი ფინანსური პრობლემებია, შესაძლოა, მალე ტელევიზიამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადოს.
„ერთი პარტიის ორი განაყოფი ცდილობს, ტელევიზიაში გავლენის სფეროები ერთმანეთს წაართვას – ეს ჩვეულებრივი პარტიული ბრძოლაა, რომელსაც ტელევიზია ეწირება. “რუსთავი 2″ ამ ბრძოლის გამო, დიდი ხანია დასუსტებულია და ახლა საერთოდ საეჭვო გახდა, მოახერხებს თუ არა ამ ომის შემდეგ გადარჩენას. უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც სტრასბურგმა უნდა განიხილოს, თუმცა არავინ იცის, სარჩელის განხილვა როდის დაინიშნება. პარალელურად, მე და დათო დვალი პროკურატურაში ვცდილობთ სიმართლის დადგენას, სადაც ჩვენებას ვაძლევთ და დოკუმენტებიც წარვადგინეთ, თუმცა მეშინია, ჩვენი მცდელობა ტყუილუბრალო შრომა არ აღმოჩნდეს და დავის საგანი ქაღალდზეც კი არ შეგვრჩეს.
„რუსთავი 2”-ში ისეთი ფინანსური პრობლემებია, შესაძლოა, მალე ტელევიზიამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადოს. უზარმაზარი ვალებია აღებული, მათ შორის, სახელმწიფოსგანაც, უამრავი რეკლამა ბარტერშია, მანქანებიც კი ვალდებულებებითაა აღებული და შესაძლოა, ისეც მოხდეს, რომ კომპანია უსარგებლო კორპორაციად იქცეს. “ნაციონალურმა მოძრაობამ” ნაძარცვი ფულით ტელევიზია აცოცხლა, თუმცა როდესაც ფული ამოიწურა, ვალების აღებაზე გადავიდნენ, ახლა კი არ იციან, როგორ მოიქცნენ“, -აცხადებს ჯარჯი აქიმიძე.
აქიმიძე აცხადებს, რომ ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე “რუსთავი 2”-ის ძველი თანამშრომელი, მძღოლი ნახა და მოიკითხა და ამის გამო ის მძროლი სამსახურიდან გააგდეს.
„ვერ გეტყვით, რატომ გაკეთდა ეს მავნებლობა, მაგრამ ფაქტია, “რუსთავი 2”-ის უბედურებით ყველამ იხეირა. პრობლემები კი შუა რგოლზე გადატყდა, რომლებსაც თვეების განმავლობაში ხელფასები არ აუღიათ. არადა, ტელევიზიის სახეებმა კი არა, სწორედ ამ შუა რგოლმა მოიტანა ტელევიზია დღევანდლამდე. არ მინდა, ეს ადამიანები სამსახურიდან გაუშვან. ცოტა ხნის წინ, პრესკონფერენციაზე “რუსთავი 2”-ის ძველი თანამშრომელი, მძღოლი ვნახე, რომელიც მოვიკითხე და ამის გამო სამსახურიდან გააგდეს. “რუსთავი2“ -ში ვითარება არ გამოსწორდება, სანამ სამართლიანობა არ აღდგება. ამის შემდეგ, მე და დავით დვალი არაფერს დავიშურებთ, რომ საზოგადოებას დავუბრუნოთ ისეთი „რუსთავი 2“, როგორსაც იმსახურებს, და არა რომელიმე პარტიის ქვედანაყოფი და ზონდერმანქანა“, – აცხადებს აქიმიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები