სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა აცხადებს მიღებას კურსზე – „სკოლის სტრატეგიული და ადმინისტრაციული მართვა“

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა აცხადებს მიღებას კურსზე – „სკოლის სტრატეგიული და ადმინისტრაციული მართვა“. ამის შესახებ ინფორმაციას ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ავრცელებს.

„კურსის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან შემდეგ საკითხებს:

  • სტრატეგიული მენეჯმენტი;
  • მატერიალური და ადმინისტრაციული რესურსების მართვა;
  • საქმის წარმოება და დოკუმენტ ბრუნვა;
  • ადამიანური რესურსების მართვა;
  • მოსწავლის, მშობლისა და სკოლის პერსონალის კანონიერი უფლებები და ძალადობის პრევენცია.

კურსის გავლა შესაძლებელია როგორც პირისპირ, ისე დისტანციურ ფორმატში. მისი ხანგრძლივობა 22 საათია. სწავლის საფასური ერთ მსმენელზე დისტანციური ფორმატის შემთხვევაში 440 ლარია, ხოლო პირისპირ სწავლების შემთხვევაში – 660 ლარი.

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.zspa.ge/geo/registration

განაცხადების მიღება 20 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები