გაბი კამაევი – „აჭარა თაიმსის“ მიერ ბერა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: ადამიანთა ჯგუფი – 10-15 კაცი, რომელიც 1 წლის განმავლობაში არა თუ ვიწრო ქუჩას, არამედ გამზირებს კეტავდა და მოქალაქეებს უქმნიდა დისკომფორტს, დღეს საუბრობენ იმაზე, რომ თურმე გუშინ აქ 1 საათით ფიზიკურად გავლა შეუძლებელი იყო და ბერამ მოქალაქეებს რაღაც დისკომფორტი შეუქმნა
“მავნებლები რისი მავნებლები არიან – ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, გადაწყვიტეს, რომ მოდი ამით რაღაცა მიზანმიმართულად საზოგადოება შეცდომაში შევიყვანოთ და ვთქვათ, რომ ამ ქუჩაზე მოძრაობა მხოლოდ და მხოლოდ ბერას ჩამოსვლის გამო იქნა გადაკეტილი და რა გამოუვიდათ კი ხედავთ თქვენც. მატყუარები არიან და ცდილობენ ამ ადამიანს რაღაცნაირად ზიანი მიაყენონ, სცადონ მისი გაშავება ყოვლად ამაზრზენი მეთოდებით”, – აცხადებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, გაბი კამაევი და ვიდეომიმართვას აქვეყნებს სოციალურ ქსელში „აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
გაბი კამაევის განცხადებით, აღნიშნული ქუჩა საკმაოდ ვიწროა და ყოველ კვირას მსგავსი მდგომარეობაა, ამის შესახებ კი ბათუმის ყველა მაცხოვრებელმა იცის.
“მოგესალმებით, მეგობრებო. რადგანაც ვიმყოფები ამ ადგილას, მინდა გამოვეხმაურო გუშინდელ სიგიჟეს და სანამ გამოვეხმაურები, სიტუაციაში გაგარკვევთ.
ეს არის ბათუმში ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი, სადაც ყოველ შაბათ-კვირას იმართება ჯვრისწერის ცერემონია. მინდა გაჩვენოთ ასევე, რომ აქ დგას პატრული, რომელიც უზრუნველყოფს მოძრაობის წესებს. დღეს არის კვირა და ვეხმაურები გუშინდელ სიგიჟეს.
მოკლედ, მეგობრებო, გუშინ ბათუმში ჯვრისწერის ცერემონიას ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ესწრებოდა ბერა და სიუჟეტებიდან გავიგე საოცარი ინფორმაცია, რომ თურმე მის გამო საგანგებოდ 1 საათით იქნა ჩაკეტილი ქუჩა, რომელსაც ახლა გიჩვენებთ, რომელიც პრაქტიკულად ყოველ შაბათ-კვირას ასე იკეტება, გამომდინარე იქიდან, რომ ვიწროა ფიზიკურად ქუჩა. როდესაც იკეტება, საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფს მოძრაობის წესების დაცვას.
აი საუბარია, მეგობრებო, აი ამ ვიწრო ქუჩაზე, სადაც ფიზიკურად გავლა შეუძლებელი არის ხოლმე და ერთი საათით ან ორმოცი წუთით მოძრაობა იკეტება. ახლაც ასეა, ახლაც გადაკეტილია და ასეთი მოცემულობაა,“- აცხადებს კამაევი.
კამაევის განცხადებით, „აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სწორედ იმ ხალხმა აიტაცა, რომლებიც 1 წლის განმავლობაში არა თუ ვიწრო ქუჩას, არამედ გამზირებს კეტავს და საზოგადოებას დისკომფორტს უქმნის.
„მავნებლები რისი მავნებლები არიან – ბევრი იფიქრეს თუ ცოტა იფიქრეს, გადაწყვიტეს, რომ მოდი ამით რაღაცა მიზანმიმართულად საზოგადოება შეცდომაში შევიყვანოთ და ვთქვათ, რომ ამ ქუჩაზე მოძრაობა მხოლოდ და მხოლოდ ბერას ჩამოსვლის გამო იქნა გადაკეტილი და რა გამოუვიდათ კი ხედავთ თქვენც. მატყუარები არიან და ცდილობენ ამ ადამიანს რაღაცნაირად ზიანი მიაყენონ, სცადონ მისი გაშავება ყოვლად ამაზრზენი მეთოდებით.
ყველამ იცის ამ ქალაქში, რომ პრაქტიკულად ყოველ შაბათ-კვირას მსგავსი რამ ხდება ამ ქუჩაზე, გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქუჩა არის ვიწრო ფიზიკურად და როდესაც ჯვრისწერის ცერემონია იმართება და როდესაც ავტომობილების კოლონაა შემოსული, ფიზიკურადაც სხვა მანქანა ვეღარ გაივლის.
ხო, კიდევ ერთი საოცრება: ადამიანთა ჯგუფი, რომელიც – 10-15 კაცი, პრაქტიკულად 1 წლის განმავლობაში არა თუ უბრალოდ ვიწრო ქუჩას, არამედ გამზირებს კეტავდა მათი აკვიატების გამო და მოქალაქეებს უქმნიდა დისკომფორტს, დღეს ეს ადამიანები საუბრობენ იმაზე, რომ თურმე გუშინ აქ 1 საათით ფიზიკურად გავლა შეუძლებელი იყო და ბერამ მოქალაქეებს რაღაცა დისკომფორტი შეუქმნა. ასეთია მათი ხელწერა”, – აცხადებს გაბი კამაევი.