Al Hadath: ირანი და აშშ შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთის მიმართ აგრესიულ ქმედებებს არ განახორციელებენ

თეირანსა და ვაშინგტონს შორის ესკალაციის დონის შესამცირებლად ახალი ინიციატივა და შესაძლო შეთანხმებები იმაზე მიუთითებს, რომ ორივე მხარე თავს შეიკავებს აგრესიული ქმედებებისგან, – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი „ალ-ჰადათი“ ავრცელებს.

მისი წყაროების ცნობით, „აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების ახალი წინადადება მოიცავს აგრესიული, მტრული ქმედებების შეწყვეტას“. იგივე წყაროები მიუთითებდნენ, რომ შესაძლო ახალი შეთანხმებები ასევე მოიცავდა „მხარეების მიერ ადრე ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის დებულებების განხორციელებას“.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის შუამავლის როლის შემსრულებელი ქვეყნები დროებითი შეთანხმების აღდგენის ვარიანტების განსახილველად მხარეებს 10-დღიან ცეცხლის შეწყვეტას სთავაზობდნენ. „როიტერსის“ ცნობით, შუამავლებმა თეირანს წარუდგინეს „შეერთებულ შტატებთან ომის დეესკალაციის წინადადება“, რაც 10-დღიან ცეცხლის შეწყვეტას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები