აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ირანს დაარტყამს, თუ თეირანის თავდასხმების შედეგად ამერიკელი ჯარისკაცები დაიღუპებიან.
როგორც მან სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, ირანი თითოეული ამერიკელი ჯარისკაცის სიკვდილისთვის „გაცილებით მაღალ ფასს“ გადაიხდის.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ საპასუხო მოქმედებების მომზადების ინსტრუქციები პენტაგონის მდივანს, პიტ ჰეგსეთს და აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდლობას გადაეცა.