ძლიერმა წვიმამ თბილისში პრობლემები შექმნა
ძლიერმა წვიმამ თბილისის რამდენიმე უბანში პრობლემები შექმნა.
დატბორილია ქუჩები. არსებული ინფორმაციით, დედაქალაქში არსებული სანიაღვრეები მუშაობს, თუმცა წყლის ნაკადის გატარებას ვერ ასწრებს.
სხვადასხვა უბანში ქუჩების დატბორვის შედეგად გართულებულია ავტომობილებით გადაადგილება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 ივლისის დილამდე თბილისსა და მის შემოგარენში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ლოკალურად ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება.