ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება – როგორი ამინდია მოსალოდნელი თბილისსა და მის შემოგარენში

20 ივლისის ღამის საათებიდან 21 ივლისის დილამდე დედაქალაქის ტერიტორიაზე და მის შემოგარენში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ლოკალურად ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეულ პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გაქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები