საფრანგეთში საპარლამენტო არჩევნებში მაკრონის პარტიამ გაიმარჯვა

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტიამ „წინ!“ საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 32,32% მიიღო. ამის შესახებ გამოცემა “Le Figaro” იუწყება.
ამ შედეგის მიხედვით, პარტია მეორე ტურში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 18 ივნისს გაიმართება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ის 577-ადგილიანი პარლამენტიდან 440 ადგილს მიიღებს.
მეორე ადგილზე საფრანგეთის „რესპუბლიკური პარტია“ გავიდა. მან 21,56% მიიღო. მესამე ადგილზე კი „დაუმარცხებელი საფრანგეთის და კომუნისტური პარტიის“ ალიანსი გავიდა, რომელმაც 13,74% მიიღო.
არჩევნებზე მოსახლეობის რეკორდულად დაბალი აქტივობა დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები