დედოფალმა ტერეზა მეის მთავრობის ფორმირების უფლება მისცა

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ  პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის მინისტრთა კაბინეტის ფორმირებაზე უფლება მისცა. ეს გადაწყვეტილება დედოფალმა იმისდა მიუხედავად მიიღო, რომ მეის „კონსერვატიულმა პარტიამ“ საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში უმრავლესობა ვერ მიიღო.
დედოფალთან შეხვედრის შემდეგ, მეიმ განაცხადა, რომ ის უმცირესობის მთავრობის შექმნას შეეცდება და ამაში ჩრდილოეთ ირლანდიის „იუნიონისტთა დემოკრატიული პარტია“ დაეხმარება, რომელთანაც „კონსერვატორებს“ მჭიდრო ურთიერთობები ჩამოუყალიბდათ.
მეიმ ასევე განაცხადა, რომ ის ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებაზე იმუშავებს და ისეთ გადაწყვეტილებას მიღებს, რომელიც ყველას ინტერესებს შეესაბამება.
დიდ ბრიტანეთში 8 ივნისს გამართული არჩევნების შედეგად, „კონსერვატიულმა პარტიამ“ პარლამენტში 318 ადგილი მიიღო და უმრავლესობა დაკარგა. არჩევნებს ექსპერტები „ლეიბორისტული პარტიის“ წარმატებად აფასებენ, რომელმაც პარლამენტში 261 ადგილი მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები