იაპონიის პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს იმპერატორის მიერ ტახტზე უარის თქმის შესახებ

 იაპონიის პარლამენტმა, პირველად 200 წლის განმავლობაში, მხარი დაუჭირა სპეციალურ კანონპროექტს იმპერატორის მიერ ტახტზე უარის თქმის შესახებ. 83 წლის იმპერატორ აკიხიტოს, კანონის გამოქვეყნებიდან სამი წლის განმავლობაში, ტახტზე უარის თქმა შეუძლია.

ტახტზე უარის თქმის შემდეგ, იმპერატორი აკიხიტოს უფროსი შვილი – პრინცი ნარუხიტო გახდება, ხოლო ყოფილი იმპერატორი ყველა პრივილეგიას შეინარჩუნებს.

იაპონური მედია ვარაუდობს, რომ იმპერატორი ტახტზე უარს 2018 წლის დეკემბერში იტყვის, როდესაც მისი მმართველობის 30 წლის იუბილე აღინიშნება.

აკიხიტომ რამდენიმე წლის წინ, გულის ოპერაცია გადაიტანა, ის პროსტატის ჯირკვლის სიმსივნეზეც მკურნალობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები