სომალიში ტერორისტები ქალაქს თავს დაესხნენ – დაღუპულია 61 სამხედრო მოსამსახურე

61 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა სომალიში „აშ-შაბაბის“ „ბოევიკების“ მიერ ქალაქ უფ ურურზე თავდასხმის დროს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ტერორისტები ამ ქალაქში ჯერ კიდევ რჩებიან, თუმცა დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან ქალაქთან კავშირი გაწყდა.
„აშ-შაბაბი“ ისლამისტური დაჯგუფებაა, რომელიც სომალის ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას აწარმოებს. 2008 წელს აშშ-მა ეს დაჯგუფება ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები