გელა ზედელაშვილი: ჩვეულებრივი თაღლითობაა!

„მე არ ვიცი, უფრო სწორად, საკუთარი თვალით არ მინახავს, რა ხდებოდა ელისტრახოს ძონძ გაზეთში, მაგრამ ბევრი სიბინძურის შესახებ გამიგონია. ამაზე მისმა ყოფილმა თანამშრომლებმა ილაპარაკეს და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრს ილაპარაკებენ. რამდენიმე თანამშრომელი ჯერ კიდევ დასაწყიში წუხდა, ყურით გაუგონარი რაღაცები ხდება, უკვე გვეშინიაო. ზოგი საკუთარი ინერციით წამოვიდა, ზოგი ელისტრახომ გამოუშვა”, – ამის შესახებ ჟურნალისტმა გელა ზედელაშვილმა „რეპორტიორთან” მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. ზედელაშვილმა ასევე, გაზეთ „ქრონიკა +” -ის ჟურნალისტის, მაკა მოსიაშვილის შესახებაც ისაუბრა, რომელიც სოციალურად დაუცველის სტატუსს იყენებს.
„ვუყურებ ამ დედაკაცს და ასე მგონია, განსაკუთრებით ვერ იტანს იმ ადამიანებს, რომლებმაც თავი არ გაუყადრეს, თანამდებობებზე ყოფნისას ვერ დააშანტაჟა და მაყუთი არ გადაუხადეს. ამიტომაც ააგორა ბინძური კამპანია თავისივე მსგავსი ბინძური ადამიანებისა თუ რამდენიმე თანამშრომლის ხელშეწყობით არაერთი ღირსეული ადამიანის წინააღმდეგ. ერთიცაა: მოსიაშვილი რომ ჰყავს თანამშრომლად და დიდ ამბებში რომაა – ხან დაგვცინის ვითომ, ხან გვაშაყირებს… თვითონ ასე ჰგონია, ყოველ შემთხვევაში… მოკლედ, ამ გოგომ „გადააგდო” ადრე ერთი ადამიანი 15 000 – ში… შენი ერთ-ერთი რესპონდენტი ჰყვებოდა… იმ „გადაგდებულმა” უჩივლა და მოუგო. მერე სააღსრულებო სამსახურს დაევალა ამ ფულის ამოღება, – ჰოდა, რომ არ გადაიხადოს ვალი, თავი შეაყვანინა სოციალურად დაუცველებში. ვსვამ კითხვას: რანაირად არის მაკა მოსიაშვილი სოციალურად დაუცველი, როცა მუშაობს ელისტრახოს გაზეთში და ხელფასიც აქვს? დიახ, ეს ჩვეულებრივი თაღლითობაა! ვიცი, ამ ინტერვიუს შემდეგ ელისტრახო ბევრ სისულელეს მომიგონებს, ათასგვარ საზიზღრობას დაწერს, მაგრამ აქვე ვაცხადებ: მკიდია! წეროს და იკითხოს, მე ელისტრახო კარგა ხანია ჩავრეცხე!!!” – აღნიშნა ზედელაშვილმა.

წყარო: reportior.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები