ვოლსკი მუხთარლის საქმეზე – ხმამაღლა ლაპარაკობენ ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების გატაცებაში

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების ფაქტს გამოეხმაურა.
როგორც მან მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ამ ფაქტზე ის ადამიანები ლაპარაკობენ, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად, მონაწილეობდნენ ადამიანების გატაცებაში.

“ყველაზე ხმამაღლა ლაპარაკობენ ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად, მონაწილეობდნენ ადამიანების გატაცებაში. ტყეში გატაცებული ადამიანი მოკლეს ერთი და ყველა ერთხმად მხარს უჭერდა და ტაშს უკრავდა ამ ამბავს. დაბარება და იქ მუშტების ბრახუნი და რაღაც ცირკების მოწყობა, რაც ახასიათებთ, კატეგორიულად არ მიმაჩნია მომგებიანად ჩვენი ქვეყნისათვის და არა რომელიმე პარტიული ჯგუფისათვის”, – განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისში 29 მაისს, საღამოს გაუჩინარდა. მოგვიანებით, გაირკვა, რომ ის ბაქოში, სახელმწიფო საზღვრის სამსახურის საგამოძიებო განყოფილებაში იმყოფებოდა. მუხთარლის ბრალი აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე (საზღვრის უკანონო კვეთა) და 206-ე (დეკლარაციის გარეშე დიდი ოდენობით თანხის გადატანა) მუხლებით აქვს წარდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები