არჩილ თალაკვაძე: აზერბაიჯანის ციხეში აფგან მუხთარლის დაკითხვის მოთხოვნაა გაგზავნილი

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე 100-ზე მეტი ადამიანი დაიკითხა და კამერებიდან 30-ზე მეტი ჩანაწერია ამოღებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ “რუსთავი 2″-ის გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მომხდარის შემდეგ გამოძიება დაიწყო დაუყოვნებლივ, ხოლო სასამართლო განჩინებებით ამოღებულია 30-ზე მეტი ვიდეოკამერის ჩანაწერი. მისივე თქმით, მიმდინარეობს სკანირების ეტაპი ტელეანძებთან დაკავშირებით და დაკითხულია 100-ზე მეტი ადამიანი.
„საქართველომ მიმართა აზერბაიჯანის მხარეს და მოითხოვა უზრუნველყოფა, რომ ჩვენმა გამომძიებლებმა დაკითხონ მუხთარლი აზერბაიჯანის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ეს დაკითხვის ოქმიც რომ დაერთოს საქმეს” ,- განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები