ჯანდაცვის სამინისტროს მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად მაია თაბაგარი დაინიშნა
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად მაია თაბაგარი დაინიშნა.
თაბაგარი წარსულში ტელეკომპანია ”იმედში” სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის, საინფორმაციო სამსახურის უფროსად მუშაობდა.