“ბოლო გაკვეთილზე ბავშვებისთვის უთქვამს, რომ მოვკვდები, ხომ მოხვალთ ჩემთანო?” – სასიკვდილო თამაშის პირველი მსხვერპლი?!

“ბოლო გაკვეთილზე ბავშვებისთვის უთქვამს, რომ მოვკვდები, ხომ მოხვალთ ჩემთანო?” – სასიკვდილო თამაშის პირველი მსხვერპლი?! – ამ სათაურით გაზეთი „კვირის პალიტრა“ დღევანდელ ნომერში სტატიას აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, 12წლის მოზარდს, რომელმაც ცოტა ხნის წინ თვითმკვლელობა სცადა და თავისი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადმოხტა, სოციალურ ქსელში მთავარ ფოტოდ თანატოლის, 14 წლის ნ.ჯ.-ს ფოტო ჰქონია გამოქვეყნებული. ნ.ჯ.- ვაკეში, თავისი საცხოვრებელი სახლის მეშვიდე სართულზე ავიდა და გადახტა. „როგორც შევიტყვეთ, მოზარდს მთავარ ფოტოდ თანატოლის, 14 წლის ნ.ჯ.-ს ფოტო ჰქონია გამოქვეყნებული. გოგონამ შარშან სწორედ ამ დროს მოიკლა თავი. თავისი ფეისბუქის გვერდზეც გამოფინა ფოტო, რომელიც, სავარაუდოდ, სახურავზეა გადაღებული. გოგონას თმა ჩამოშლილი აქვს, ხელები კი გაშლილი… ვაკეში, თავისი საცხოვრებელი სახლის მეშვიდე სართულზე ავიდა და… გადახტა. მაშინ უამრავმა ბავშვმა გოგონას ეს ფოტო გააზიარა და მთავარ ფოტოდ გამოაქვეყნა. ბევრი წერდა, რომ მან გმირობა ჩაიდინა… მართალია, ეს საქმე ჯერაც ბურუსით მოცულია, მაგრამ არსებობს მყარი ვარაუდი, რომ გოგონა “ლურჯი ვეშაპის” პირველი მსხვერპლი იყო საქართველოში“, – წერს „კვირის პალიტრა“. გამოცემის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ამ ტრაგედიიდან ცოტა ხანში, კიდევ ერთმა გოგონამ სცადა თვითმკვლელობა. „მან ნ.ჯ.-ს ფოტოს მიაწერა: “შენთან მინდა, მალე შენთან ვიქნები, ასე არ შემიძლია” და აბები დალია… საბედნიეროდ, გოგონა გადაარჩინეს, მაგრამ მდგომარეობიდან გამოსული თურმე სულ იმეორებდა, მე ნ.ჯ.-ს შევპირდი და მალე მასთან წავალო“, – წერს „კვირის პალიტრა“. აღნიშნული ფაქტებიდან ერთი წელი გავიდა. ნ.ჯ.-ს სახლში ახლა მდგმურები ცხოვრობენ, რომლებიც აცხადებენ, რომ გოგონას დედა, სავარაუდოდ, საზღვარგარეთ წავიდა. „40 დღე გაატარა ამ სახლში, სულ ამბობდა, აქ ვეღარ ვიცხოვრებო და კარგა ხანია აღარ გამოჩენილა. გოგონას ბებია შვეიცარიაში ცხოვრობს და, ალბათ, მასთან ჩავიდა. მარტოხელა დედა იყო. დღემდე ბურუსით მოცულია ეს ამბავი. ამბობენ, რომ გოგონა რაღაცა თამაშს თამაშობდა“, – აცხადებს მდგმური. იმ სკოლის პედაგოგი, სადაც გოგონა სწავლობდა, აცხადებს, რომ იმ დღეს გოგონას ბოლო გაკვეთილზე ბავშვებისთვის უთქვამს, რომ მოვკვდები, ხომ მოხვალთ ჩემთანო. “თამამი და თავისუფალი ბავშვი იყო, იმავდროულად, გულჩათხრობილიც. დედამისი ხშირად დადიოდა საზღვარგარეთ და ბავშვი მარტო რჩებოდა შინ. როგორც ვიცი, დედის მეგობრები აკითხავდნენ. ამ ტრაგედიამდეც მარტო ყოფილა, ზოგჯერ კლასელები რჩებოდნენ, წინა დღეებში წვეულებაც მოუწყვია სახლში. ყველა ამბობდა, რომ ბოლო დღეებში ძალიან აღგზნებული იყო. გოგონა სულ რაღაცებს ხატავდა. იმ დღეებში ტუჩი ჰქონდა გაჭრილი, ვკითხე, რა მოგივიდა-მეთქი?კარტოფილს ვთლიდი და დანა მოვირტყიო,მომატყუა.მერე ითქვა, რაღაცა სექტები მოქმედებს და თვითდაზიანებებს იყენებენ ბავშვებიო, მაგრამ რეალურად, ვერაფერს მივაკვლიეთ. მეშვიდე სართულის ღია სადარბაზოდან გადმოხტა. თურმე იმ დღეს, ბოლო გაკვეთილზე, ბავშვებისთვის უთქვამს, რომ მოვკვდები, ხომ მოხვალთ ჩემთანო? ეს ხუმრობა ეგონათ, ასეთი ლაპარაკი იცოდა”, – ამბობს გოგონას პედაგოგი. წყარო „კვირის პალიტრა“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები