ზესტაფონში, კვალითის დასახლებაში ახალი საჭიდაო დარბაზი შენდება
სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და სპორტსმენებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის მიზნით, კვალითის დასახლებაში ახალი საჭიდაო დარბაზი შენდება. ინფორმაციას ზესტაფონის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი ახალი საჭიდაო დარბაზის მშენებლობის სამუშაოები ზესტაფონის მერმა ვახტანგ ღამბაშიძემ, მოადგილე ზაზა ხვედელიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ შერგელაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
“ახალი საჭიდაო დარბაზი სპორტსმენებს მაქსიმალურად უსაფრთხო და მაღალი დონის სავარჯიშო გარემოს შეუქმნის, სადაც სპორტსმენებს ექნებათ შესაძლებლობა, სრულყოფილად გაიარონ მზადება, როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო ტურნირებზე ასპარეზობისთვის” , – ვახტანგ ღამბაშიძემ