ღირებულებითი განათლების პროგრამის ფარგლებში, ვანისა და ბაღდათის ეპარქიის სასულიერო პირებისთვის სამდღიანი გადამზადების კურსის მეორე ეტაპი მიმდინარეობს
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, ღირებულებითი განათლების პროგრამის ფარგლებში, ვანისა და ბაღდათის ეპარქიის სასულიერო პირებისთვის სამდღიანი გადამზადების კურსის მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მონაწილეები ეცნობიან ღირებულებითი განათლების მიზნებს, არაფორმალური სწავლების თანამედროვე მეთოდებს, მოზარდებთან ეფექტიანი კომუნიკაციის პრინციპებსა და უსაფრთხო, თანამშრომლობითი გარემოს შექმნის გზებს.
“კურსი მოიცავს პრაქტიკულ აქტივობებსა და რეალური შემთხვევების განხილვას.
გადამზადება სასულიერო პირებს დაეხმარება, სკოლებში ღირებულებითი განათლების კლუბების საქმიანობა მოსწავლეთა ასაკისა და ინტერესების გათვალისწინებით წარმართონ და ხელი შეუწყონ თანაგრძნობის, პასუხისმგებლობის, ურთიერთპატივისცემისა და სამართლიანობის განვითარებას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.