“არაერთხელ ვნახეთ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებები, რომლებიც სიძულვილის მხარეს დადგნენ, თითქოს, შეურაცხყოფა და ღირსების შელახვა გამოხატვის თავისუფლებაა” – გორდულაძე
“არაერთხელ ვნახეთ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებები, რომლებიც სიძულვილის მხარეს დადგნენ, თითქოს, შეურაცხყოფა და ღირსების შელახვა გამოხატვის თავისუფლებაა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
როგორც მან განმარტა, შეურაცხყოფა გამოხატვის თავისუფლებაში არავითარ შემთხვევაში არ ჯდება.
“პირიქით, შეურაცხყოფისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებაც კი, რაც ჩვენს ქვეყანაში არ მოქმედებს, სრულ შესაბამისობაშია სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებთან. მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო ჩანაწერები აღსრულდეს, რასაც შსს აკეთებს კიდეც. ის ავლენს ფაქტებს, რის შემდეგაც ამ საქმეებზე სასამართლო მსჯელობს. გადაწყვეტილებები სწორედ ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლესი სტანდარტის შესაბამისად მიიღება. ფაქტიც სახეზეა – ვხედავთ, რომ სოციალურ ქსელებში სიძულვილის ენა შემცირებულია. გარედან დაფინანსებული და წახალისებული სიძულვილის ენის მიზანი კვლავ საქართველოს მოქალაქეებს შორის დაპირისპირება იყო. ამის საპირისპიროდ, დღეს ვხედავთ, რომ მსგავსი შემთხვევები შემცირებულია, რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის“, – აღნიშნა გორდულაძემ.