“ჰამასმა” მოძრაობის ახალ ლიდერად ხალილ ალ-ჰაია აირჩია
პალესტინის მოძრაობა „ჰამასის“ ლიდერი, ხალილ ალ-ჰაია, მოძრაობის პოლიტბიუროს ახალ ხელმძღვანელად აირჩიეს,- ამის შესახებ “ჰამასის” ოფიციალურ Telegram არხზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ჰამასი ხალილ ალ-ჰაიას მოძრაობის პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელად აცხადებს“, – ნათქვამია ტექსტში.
“ჰამასის” ლიდერის თანამდებობა ვაკანტურია 2024 წლის ოქტომბერში, იაჰია სინვარის მკვლელობის შემდეგ, რომელიც სამხრეთ პალესტინის ანკლავში, ქალაქ რაფაში, საცხოვრებელ შენობაზე ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად მოხდა.