სოზარ სუბარი პრეზიდენტს პასუხობს: ადვილია ლამაზი სიტყვებით მანიპულირება – კოფერფილდი, ჯადოქარი, ჰარი პოტერი

„ძალიან ადვილია ასეთი ლამაზი სიტყვებით მანიპულირება – კოფერფილდი, ჯადოქარი, ჰარი პოტერი…“, – ასე შეაფასა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა პრეზიდენტის განცხადება აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან დაკავშირებით.
მისი თქმით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მხრიდან არც ერთი განცხადება არ შემოსულა, იმის თაობაზე, რომ იგი თავშესაფარს ითხოვდა.
„ძალიან ადვილია ასეთი ლამაზი სიტყვებით მანიპულირება – კოფერფილდი, ჯადოქარი, ჰარი პოტერი… კი ბატონო, პრეზიდენტს უფლება აქვს, ასე ილაპარაკოს, არავინ არ უშლის ხელს. მე ცოტა სხვანაირად, სიღრმისეულად შევხედავ… ეს ადამიანი დაახლოებით ორი წელია ცხოვრობს საქართველოში, მოღვაწეობს და ამ ორი წლის განმავლობაში, მას არც ერთხელ არ მოუმართავს საქართველოს მთავრობისთვის, ამ შემთხვევაში, ჩვენი სამინისტროა უშუალოდ პასუხისმგებელი ამ თემაზე, რომ მას სდევნიან და ამის გამო, ის ითხოვს გარკვეულ სტატუსს, მაგალითად, ლტოლვილის სტატუსს და თავშესაფარს. მას არ მიუმართავს გაეროს უმაღლესი კომისარიატისთვის, რომლის ამიერკავკასიის ოფისი ასევე, არის თბილისში, არ უთქვამს, რომ მას სდევნიან და ითხოვს თავშესაფარს, შეეძლო, მიემართა რომელიმე საელჩოსთვის. აქედან აპრიორი იმის თქმა, რომ ეს ადამიანი იდევნებოდა, იმის გამო, რომ რაღაცას იკვლევდა ან არ იკვლევდა, ცოტა გამიჭირდება. არ გამოვრიცხავ, რომ ესე ასე იყო“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თემაზე დღეს სახელმწიფო აუდიტის თანამშრომლებთან შეხვედრაზე ისაუბრა.
​„ეს იგივეა, ბავშვს რომ ფოკუსს გაუკეთებენ. არ ვიცი, ვის უნდა ვკითხოთ – კოპერფილდს უნდა ვკითხოთ, თუ ვადაჭკორიას უნდა ვკითხოთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები