თბილისის საქალაქო სასამართლოს რვა მოსამართლემ ასოციაცია „მოსამართლეთა ერთობა“ დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს რვა მოსამართლემ ასოციაცია „მოსამართლეთა ერთობა“ დატოვა. ამ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
“თბილისის საქალაქო სასამართლოს რვა მოსამართლე ასოციაცია „მოსამართლეთა ერთობას“ ტოვებს და მიმართვას ავრცელებს.
‘’2017 წლის 30 მაისს, ასოციაცია „მოსამართლეთა ერთობის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას არ ვეთანხმებით: განცხადება გაკეთებულია ჩვენთან შეთანხმების გარეშე, აღნიშნული ფორმით განცხადების გაკეთება ჩვენთვის, როგორც ასოციაციის წევრებისათვის, მიუღებელია, რამდენადაც მსგავსი განცხადებები შეთანხმებული უნდა იყოს ასოციაციის წევრებთან და არ უნდა გამოხატავდეს მხოლოდ გარკვეული პირების პოზიციას, რასაც წარსულშიც არაერთხელ ჰქონდა ადგილი. მიგვაჩნია, რომ ასოციაციის სახელით განცხადების გაკეთება უნდა ემსახურებოდეს მოსამართლეთა კორპუსის გაერთიანებას და გაჯანსაღებას და არ უნდა იყოს მიმართული კოლეგების დამცირებისა და შეურაცხყოფისაკენ, რის გამოც ვტოვებთ ასოციაციას.
თამარ ჭუნიაშვილი
ცისანა სირბილაძე
შორენა გუნცაძე
ლაშა ქოჩიაშვილი
მაია შოშიაშვილი
ასმათ კოხრეიძე
შორენა ჯანხოთელი
ანა ჩოგოვაძე“ , – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები