ირაკლი სესიაშვილი აფგან მუხთარლის საქმეში საქართველოს სპეცსამსახურების მონაწილეობას გამორიცხავს

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეში საქართველოს სპეცსამსახურების მონაწილეობას გამორიცხავს.
როგორც სესიაშვილმა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, აღნიშნული საქმით ყველა უწყება დაინტერესებულია.
„ნამდვილად, ყველა დაინტერესებული ვართ, იმდენად დადგინდეს ჭეშმარიტება, რომ არანაირი კითხვის ნიშანი არ დარჩეს. მესმის, რომ საზოგადოებაში, პოლიტიკურ წრეებში, დაინტერესებულ მხარეებს ჰქონდეთ სურვილი, რომ სახელმწიფო დაადანაშაულონ, ძალოვანი უწყებებისკენ გაიშვირონ ხელი, მაგრამ მე კატეგორიულად გამოვრიცხავ ამას, რადგან თავიდანვე ცხადია, რაც არ უნდა მომხდარიყო, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები შეილახა.
კატეგორიულად გამოვრიცხავ აქ, როგორც შინაარსობრივად, ისე რაიმე სხვა ფორმით ჩვენი სპეცსამსახურების მონაწილეობას, რადგან ძალიან კარგად ვხვდებით [ყველა], რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნებოდა დარტყმა ჩვენი სახელმწიფოსთვის”, – განაცხადა სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აფგან მუხთარლი თბილისში 29 მაისს, საღამოს გაუჩინარდა. მოგვიანებით, გაირკვა, რომ ის ბაქოში, სახელმწიფო საზღვრის სამსახურის საგამოძიებო განყოფილებაში იმყოფებოდა. მუხტარლის ბრალი აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე (საზღვრის უკანონო კვეთა) და 206-ე (დეკლარაციის გარეშე დიდი ოდენობით თანხის გადატანა) მუხლებით აქვს წარდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები