ჯაბა სამუშიას შუამდგომლობით თემქაზე კიდევ ერთი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია იწყება

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი წევრი ჯაბა სამუშია ნაძალადევის გამგებლის მოადგილესთან, ბეჟან ხუციშვილთან ერთად თემქაზე, ზღვისუბნის მესამე მიკრორაიონის მეორე კვარტლის მოსახლეობას შეხვდა და 33-ე კორპუსის წინ მდებარე სპორტული მოედნის დაგეგმილი რეაბილიტაციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ჯაბა სამუშიას შუამდგომლობით, კერძო ინვესტორი გამოყოფს თანხებს აღნიშნული სტადიონის სრული რეაბილიტაციისთვის და მაჟორიტარის თქმით, სპორტული მოედნის აღდგენა უახლოეს დღეებში დაიწყება. საკრებულოს წევრმა აღნიშნა, რომ თემქაზე სპორტული მოედნების მოწყობას დიდ ყურადღებას აქცევს და მისი შუამდგომლობით, რაიონში კიდევ რამდენიმე ახალი სპორტული მოედანი მოეწყობა და აღდგება.

ადგილობრივმა მოსახლეობამ ჯაბა სამუშიას კიდევ რამდენიმე ინფრასტრუქტურული პრობლემის მოგვარება სთხოვა და მაჟორიტარი მათ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, დახმარებას დაჰპირდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები