სუს-ის ხელმძღვანელს ახალი მოადგილე ჰყავს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ ალექსი ბატიაშვილი დაინიშნა.
ამის შესახებ ინფორმაცია სუს-ის ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.
აღსანიშნავია, რომ ალექსი ბატიაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის შს მინისტრობის დროს მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, ხოლო ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრობის პერიოდში  მისი მოადგილე იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები