პრეზიდენტი პოლიციელებს: გამოვხატავ უდიდეს პატივისცემას თქვენი შრომის მიმართ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
„პოლიციის თითოეულ თანამშრომელს გულითადად გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს.
ამ დღეს კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გმირულად დაღუპულ თქვენ თანამებრძოლთა ნათელ ხსოვნას.
კანონის, საზოგადოებისა და ქვეყნის ერთგულებით, 24 საათიანი დაძაბული შრომით, ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად – სხვათა სიცოცხლესა და დაცულობაზე ზრუნვით, თქვენ ფასდაუდებელ სამსახურს ეწევით საზოგადოების, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებისთვის, ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის. მთელ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად გამოვხატავ უდიდეს პატივისცემას თქვენი შრომის მიმართ.
საქმიანობაში მომავალ წარმატებებს, კეთილდღეობასა და მშვიდობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს“, – აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები