1918 წლის სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ოსმალეთის ხელისუფლებასთან – დისკუსია გაიმართება

1 ივნისს, 12:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა თემაზე: „1918 წლის სამშვიდობო მოლაპარაკებები ოსმალეთის იმპერიულ ხელისუფლებასთან ტრაპეზუნდსა და ბათუმში ახლადმიკვლეული საარქივო დოკუმენტების თვალთახედვით.”
როგორც „კვირას“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს, მომხსენებლები იქნებიან: ირაკლი იაკობაშვილი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს პარლამენტის არქივის დირექტორი, მალხაზ მაცაბერიძე – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები