თამარ თავბერიძის ნამუშევრების გამოფენა – ,,ღია სარკმელი” გაიხსნება

2 ივნისს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში თამარ თავბერიძის ნამუშევრების გამოფენა – ,,ღია სარკმელი” გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, თამარ თავბერიძის ნამუშევრები პირველად გამოიფინება ფართო აუდიტორიის წინაშე. მათი დიდი ნაწილი შერეული ტექნიკით არის შესრულებული – გამოყენებულია აკვარელი, პასტელი და ლაქი.
საინტერესოა მხატვრის მშვიდი, პოზიტიური განწყობის ამსახველი კომპოზიციები, რომელთაც ლაქის კაშკაშა ეფექტი ერთდროულად საინტერესოს და უჩვეულოს ხდის. ,,ღია სარკმელი” არსებობის, სიცოცხლის ერთგვარი დეტალური ხედვაა, რაც გამოფენის ძირითადი კონცეფციის მაჩვენებელია.
გამოფენის გახსნაზე ავტორი ისაუბრებს მის მიერ გამოყენებული ტექნიკის თავისებურებებსა და მუშაობის სპეციფიკურ ნიშანზე.
ექსპოზიცია  ,,ღია სარკმელი” 2017 წლის 9 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
მისამართი: ქარვასლა, სიონის ქ. 8

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები