საქართველოში ელტონ ჯონი ჩამოდის

საქართველოში ბრიტანელი მომღერლის, ელტონ ჯონის კონცერტი გაიმართება. მომღერალი ქართული აუდიტორიის წინაშე, სავარაუდოდ, 16 სექტემბერს Black Sea Arena-ზე წარდგება. ამ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
მომღერალი “საქართველოს ბანკის” პერსონალური მომსახურების ჯგუფ Solo-ს და Easter Promoution-ს ჩამოჰყავთ.
“საქართველოს ბანკი” ამ თემაზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს. პრესკონფერენცია ელტონ ჯონის ჩამოსვლის შესახებ, სავარაუდოდ,  ხვალ გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები