საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ვარშავის ეროვნულ მუზეუმს შორის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ვარშავის ეროვნულ მუზეუმს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმადავით ლორთქიფანიძემ და ვარშავის ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილემ პიოტრ რიფსონმა მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება თანამშრომლობა მუზეუმის განვითარების საკითხებში, ერთობლივი გამოფენების ორგანიზება თბილისსა და ვარშავაში, კოლაბორაცია მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოებში.
ასევე იგეგმება სამეცნიერო კონფერენციების, ლექციების, სემინარების და საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივად ორგანიზება და გაცვლითი პროგრამები მუზეუმის თანამშრომლებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები