გრიბოედოვის თეატრი ფოთში საქველმოქმედო ჩვენებას გამართავს

 

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, 1 ივნისს, 12.00 საათზე, ალ. გრიბოედოვის სახ. თბილისის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი  ფოთის ვ. გუნიას სახ. სახელმწიფო თეატრის სცენაზე წარმოადგენს სპექტაკლს – „კარლსონის თავგადასავალი“ (რეჟ. ლევონ უზუნიანი).
როგორც „კვირას“ თეატრიდან აცნობეს, სპექტაკლს დაესწრება ხუთასზე მეტი ბავშვი სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, ბავშვთა სახლებიდან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები სამეგრელოს მასშტაბით.
სპექტაკლს „კარლსონის თავგადასავალი“ ფუძედ დაედო ასტრიდ ლინდგრენის ყველასათვის საყვარელი ტრილოგიის ბოლო ნაწილი სახურავის ბინადარ კარლსონზე და მის საუკეთესო მეგობარზე, მეტსახელად ბიჭუნა. ეს სრულიად განსხვავებული ისტორიაა, სადაც ფრეკენ ბოკი იპოვის თავის ნამდვილ სიყვარულს, მეგობრები დაიჭერენ ქურდბაცაცებს, კარლსონი კი მიიღებს ყველაზე დიდ ჯილდოს. მეგობრებს ელოდებათ მხიარული თავგადასავლები, და ბოლოს ისინი კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან, რაოდენ დიდი ბედნიერებაა მეგობრობა.
გასტროლები  საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირ „რუსული კლუბის“ მხარდაჭერით ხორციელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები