ფოლკერ შმიდტის ლიტერატურული საღამო გაიმართება

30 მაისს, 19:00 საათზე, სამეფო უბნის თეატრში, თბილისის მე-3 საერთაშორისო ლიტერატურის ფესტივალზე, გერმანელი მწერლის ფოლკერ შმიდტის ლიტერატურული საღამო გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, შეხვედრა პროექტის “პერსპექტივა – საუბრები ლიტერატურაზე“ ფარგლებში გაიმართება.
მწერალი, რეჟისორი და მსახიობი ფოლკერ შმიდტი 1976 წელს ავსტრიაში დაიბადა. დაამთავრა ვენის კონსერვატორია. თამაშობდა ბერლინის, ვენის, გრაცის თეატრებში, გადაღებულია რამდენიმე ფილმშიც.
როგორც რეჟისორი, შმიდტი დგამს სპექტაკლებს სხვადასხვა სცენაზე: ვენის თეატრალური ფესტივალი, სახელმწიფო თეატრები ჰანოვერში და ბრაუნშვაიგში, წმ. გალენის თეატრი, მაგდებურგის თეატრი, ბერლინის ნოიკოლნის ოპერა, ვენის „Schauspielhaus“, ლატვიური ნაციონალური თეატრი რიგაში, გერმანული სახელმწიფო თეატრი ტემესვარში, ასევე კოპენჰაგენის, მოსკოვის, სკოპიეს და ბუტანის თეატრებში.
2002 წლიდან ფოლკერ შმიდტმა დრამატურგიაში გადაინაცვლა. მისი პიესები დაიდგა სხვადასხვა თეატრში: ჰაიდელბერგის თეატრი, ჰანოვერის სახელმწიფო თეატრი, ლაიპციგის „Schauspiel“-ში, ინგოლსტადტის თეატრში, ვენის „Schauspielhaus“-სა და სახალხო თეატრში.
ფოლკერ შმიდტს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის: ჟიურის და ხალხის რჩეულის პრიზი „ჰაიდელბერგ შტუკერმარკტის“ ფესტივალზე პიესისთვის „მთის ბაიკერები და ბერლინის ბავშვთა თეატრის პრემია. იყო რამდენიმე ფესტივალის მიწვეული სტუმარი – ბერლინის თეატრალური შტუკერმარკტი, სანტიაგო დე ჩილეს დრამატურგიის ფესტივალი და მოსკოვის „ნეტ“ ფესტივალი. ავტორის პიესები თერთმეტ ენაზეა თარგმნილი და დადგმულია მსოფლიოს მრავალ ქალაქში უტრეხტიდან ნოვოსიბირსკამდე.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები